აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ მალკოლმ ტერნბულს სატელეფონო საუბრის დროს ყურმილი გაუთიშა.
„ეს ყველაზე ცუდი საუბარი იყო ბოლო ხნის განმავლობაში", - დაწერა ტრამპმა „ტვიტერში".
როგორც გამოცემა „The Washington Post" იუწყება, ტრამპის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ავსტრალიის ლიდერმა მას აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან გაფორმებული შეთანხმება გაახსენა, რომლის მიხედვით, აშშ-მ ავსტრალიიდან 1250 მიგრანტი უნდა მიიღოს.
თავდაპირველად დაგეგმილი 1 საათის ნაცვლად საუბარი მხოლოდ 25 წუთს გაგრძელდა. ტრამპმა ასევ დაწერა, რომ ის ამ „ეშმაკისეულ გარიგებაში გარკვევას შეეცდება".
ტრამპმა ავსტრალიის ხელისუფლება აშშ-ში „ახალი ბოსტონელი ტერორისტების გაგზავნის მცდელობაში" დაადანაშაულა.
თავის მხრივ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტრამპთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისეთივე მეგობრულია, როგორც ადრე".