კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიიცის შესახებ ჩანაწერი გაკეთება აქტუალური თემაა. ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოსახლეობა. ამ თემაზე „რეპორტიორს" შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობის ინტერესები არ იყოს გათვალისწინებული.
„მიმაჩნია, რომ უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობის ინტერესები არ იყოს გათვალისწინებული. დემოკრატია არის უმრავლესობის მმართველობა. ამას ანტიკური ფილოსოფოსებიდან დაწყებული, ჩერჩილით დამთავრებული ყველა ამბობდა. დემოკრატია არის არჩევანის უფლება, არჩევნებში გარკვეულ მდგომარეობას აღწევს უმრავლესობა. ამიტომ, თუ უმრავლესობის მოთხოვნა არის, რომ ეს ჩანაწერი შევიდეს კონსტიტუციაში, უნდა ჩაიწეროს კიდეც. თუმცა ეს არ გამორიცხავს შეუწყნარებლობას ნებისმიერი უმცირესობების მიმართ; იქნება ეს კანის ფერი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია თუ სხვა. ჩვენი საზოგადოება ვერ იქნება ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპული საზოგადოება, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს ევროპის სხვა ღირებულებებთან შეუთავსებლობას", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.