logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: იმედი მაქვს, მედროვე სააკაშვილი შეეშვება ჩვენს სამშობლოს!
- +

3 თებერვალი. 2017. 14:01



„ჩემთვის პირველ, მეორე, მესამე (და ასამდე) რიგში არის საქართველო, შემდეგ დანარჩენი: მეგობარი, მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი და ა.შ. ქვეყნები..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი წერს.

 

„ჩემი ქვეყნის არც ხელისუფლება და არც ოპოზიციური პარტია, უხეშად არ ერევა უცხო ქვეყნის საშინაო საქმეში, იმედი მაქვს, უკრაინაში -  ხან ხელისუფლებაში მყოფი და ხან ოპოზიციაში გადამხტარი, მედროვე სააკაშვილი შეეშვება ჩვენს სამშობლოს, ხალხის თუ სახელმწიფო სტრუქტურების განქიქებას და ჩვენს საშინაო საქმეებში მისი გრძელი ნისკარტის ბინძურად ჩაყოფას...

 

რაც არ უნდა მეგობრად იწოდებოდეს სახელმწიფო თუ პირი, მიიღებს ადეკვატურ პასუხს... ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის მოთმინებას. მითუმეტეს, რომ საქმე ეხება: ჩვენს ქვეყანას და მის უსაფრთხოებას..." - წერს ჩრდილელი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner