„ბათუმის სანდასუფთავება მთელი ქალაქის ქუჩების ტროტუარებთან მიპრესილ თოვლს სატვირთოებით ეზიდება და ჩემი ფანჯრების წინ ყრის. უკვე სამი მყინვარწვერი წამოიმართა... მე საერთოდ არ ვბრაზდები! პირიქით, ეს ზღვის ხედი ამოვიდა ყელში და ცოტა ხანი კოხტაგორას გავხედავ..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოეტი გენრი დოლიძე წერს.
„აი, რას ნიშნავს ევროპული შეგნებული აზროვნება!
ხედავთ, როგორ აისახა პოსტპოსტასოცირებისპარაფირების ანუ პოსტვიზალიბერალიზაციის ერთდღიანი ეპოქა ჩემში?
P.S. ხუმრობის გარეშე, წელს გაცილებით უკეთესი მობილიზაცია იყო... მადლობა სანდასუფთავებას და იმ სამსახურებს, ვინც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავდა ჩვენს შეუფერხებლად გადაადგილებაზე", - წერს დოლიძე.