logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: შესანიშნავია ვიზა-ლიბერალიზაცია, ევროპასთან დაახლოება, თუმც...
- +

3 თებერვალი. 2017. 14:55



 

„შესანიშნავია ვიზა-ლიბერალიზაცია, ევროპასთან დაახლოება. თუმც გვახსოვდეს დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლებიც..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია წერს.

 

„ზუსტად 25 წლის წინ, 1992 წლის 2 თებერვალს რამდენიმე ასეულმა იარაღიანმა ნაძირალამ სისხლში ჩაახრჩო დაახლოებით ორასათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია. ადამიანები, რომელნიც საკუთარი კანონიერი არჩევანის დაცვას ცდილობდნენ და აპროტესტებდნენ სამხედრო გადატრიალებას. ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, დაეცვათ ქვეყანა იმ საშინელებისგან, რომელიც მას თურმე უნდა გაევლო... ათასობით სამშობლოზე მოფიქრალი ადამიანი, მოქალაქეები,რომლებიც „ზვიადისტებად" - ერთ ადამიანზე ფანატიკურად შეყვარებულ უგნურებად - შერაცხა მოსკოვის ტელევიზიამ და საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფრის მკადრებელმა „სვეტსკი" ბოზბანდამ. ბანდამ, რომელმაც ქვეყანა სისხლში ჩაახრჩო იმიტომ, რომ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პრივილეგიები გამოაცალა...

 

იმ დღეს 180-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა და 20-ზე მეტი დაიღუპა. ამ ყველაფრის ავტორებისათვის დღეს არცერთ ხელისუფლებას პასუხი არ მოუთხოვია. მეტიც, არაერთი მათგანი დღემდე უზრუნველად დასეირნობს ამ ქალაქში და ხანდახან ჭკუასაც გვარიგებს ხოლმე...

 

მარადიული ხსოვნა იყოს..." - წერს გამსახურდია.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner