საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით წერს.
ოქიტაშვილი ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთ ცნობილ განცხადებას იხსენებს, რომელიც ექს-პრემიერმა 1999 წელს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა და წერს, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება ზურაბ ჟვანიას დამსახურებაცაა.
„დღეს ზურას გარდაცვალების დღეა. სიმბოლურია დღევანდელ დღეს მისი ეს სიტყვები „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი". ზურა! ეს შენი დამსახურებაცაა!" - წერს დავით ოქიტაშვილი.