logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: მმართველობაში ლეგიტიმაციის პრობლემა იგრძნობა!
- +

27 მარტი. 2016. 03:48


 

საარჩევნო წელია  და აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში. ამ თემაზე „რეპორტიორს"  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, თავის დროზე იმ უმრავლესობას მიეკუთვნებოდა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დადებითად   არ აისახებოდა ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე.

 

 

„თავის დროზე იმ უმრავლესობას მივეკუთვნებოდი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ივანიშვილის  პოლიტიკიდან წასვლა დადებითად არ აისახებოდა ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე. მითუმეტეს, ვერც საზოგადოებას და ვერც ოპოზიციურ ძალებს ვერ დაარწმუნებ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით არ მონაწილეობს მმართველობაში. ამ ფონზე რასაკვირველია, სჯობს ამან მიიღოს ლეგიტიმური ხასიათი, ვიდრე არაფორმალურ მმართველობაზე იყოს საუბარი. რამდენად შედის დაბრუნება მის პირად გეგმებში, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ეს შესაძლებელია, ძალიან ბევრ რამეზე იყოს დამოკიდებული. თუ გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ პარტია „ქართულ ოცნებას", კოალიციას კვლავ სჭირდება მისი ავტორიტეტი და ლეგიტიმაცია, მაშინ ის უნდა დაბრუნდეს. მინდა აქვე გითხრათ, რომ  მმართველობაში ლეგიტიმაციის პრობლემა იგრძნობა. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინსტიტუტები - საპრეზიდენტო, მერის, პრემიერის. ჩემი აზრით, ლეგიტიმაციის პრობლემი ყველას აქვს. ეს ადამიანები არიან ის პერსონები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით, მისი ლეგიტიმაციით არიან თანამდებობებზე. ამ ფონზე, მე არ გამოვრიცხავ და არც კატეგორიულად უარვყობ ივანიშვილის დაბრუნებას", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner