logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ჩვენი მთავარი პრობლემა საზოგადოების შეცვლაა
- +

3 თებერვალი. 2017. 17:52



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ „ვერსიასთან" პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოს.


„მგონია, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოს, თუმცა, ამის გამო გუნდთან წინააღმდეგობაში არ მოვალ. ისე, ჩვენი მთავარი პრობლემა საზოგადოების შეცვლაა.

 

ისრაელში, თუ გაგიგიათ, კიბუცები არსებობს და ერთხელ, კიბუცების წარმომადგენელს ვკითხე, კიბუცების წევრმა წესი რომ არ შეასრულოს, რას უზამთ-მეთქი და მიპასუხა, ამას ვერ გაბედავს, რადგან მთელი კიბუცი აღარ მიესალმებაო. ჩვენც ეს თვისება უნდა ჩამოგვიყალიბდეს ანუ შეგვიძლია, ადამიანი გავლანძღოთ, მაგრამ რომ შეგხვდება, მის სადღეგრძელოს მაინც დავლევთ. ასეთ საზოგადოებას გინდ პრეზიდენტი ჰყავდეს და გინდ - პარლამენტი", - აცხადებს კაკულია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner