კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თბილისში, სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღასრულა.
პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა მრევლს მიმართა და ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც ჩვენი კულტურა აშენდა. ავტოკეფალია იყო ის საფუძველი, რომელზეც დაფუძნდა მთელი ისტორია საქართველოს ეკლესიისა", - ბრძანა პატრიაქრმა.
1917 წელს, ძველი სტილით 25 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოველში საგანგებო კრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.