აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიმართებაში ისე თივე „კეთილი" არ იქნება როგორც მისი წინამორბედი ბარაქ ობამა იყო. ამის შესახებ ტრამპმა twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ირანი ცეცხლს ეთამაშება. ისინი არ აფასებენ თუ რაოდენ „კეთილი" იყო მათ მიმართ პრეზიდენტი ობამა. მაგრამ მე ასეთი არ ვიქნები!" , - წერს ტრამპი.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. აღნიშნული სანქციები შესაძლოა შემდეგ კვირას დაწესდეს.