ამერიკელების დაახლოებით მესამედი მიჩნევს, რომ აუცილებელია იყო ქრისტიანი, რათა „ჭეშმარიტ ამერიკელად" ითვლებოდე. ამას მოწმობს კვლევითი ცენტრი Pew-ს გამოკითხვების შედეგები, რომელსაც NBC News აქვეყნებს.
გამოკითხულთა 32 % ქრისტიანობას ეროვნული იდენტობისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს. გამოკთხულთა ამდენივე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული იდენტობისთვის აუცილებელია ადამიანი ამერიკაში იყოს დაბადებული. ამ ადამიანების აზრით, სწორედ ის არის „ჭეშმარიტი ამერიკელი", ვინც აშშ-ში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ჭეშმარიტი ამერიკელობის ამ გამოვლინებას ამერიკელთა უფროსი თაობა და უმაღლესი განათლების ადამიანები ემხრობიან.