logo_geo
eng_logo
2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 387,070 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
- +

4 თებერვალი. 2017. 00:46


 

2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 387,070 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც +19.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით


იანვრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 154,083 შეადგინა, რაც 37,714-ით მეტია 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +32.4%).


2017 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-0.8%), სომხეთიდან (+31.4%), რუსეთიდან (+40.3%) და უკრაინიდან (+28.2%) განხორციელდა.


პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ლიტვა +47%, ბულგარეთი +32%, გერმანია +32%, პოლონეთი +25% და გაერთიანებული სამეფო +23%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +617%, უზბეკეთი +231%, ინდოეთი +158%, ისრაელი +83% და ჩინეთი +78%.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner