იანვრის თვის მაჩვენებლებით +32.4% ით არის გაზრდილი იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. მათმა რაოდენობამ 154,083 შეადგინა, რაც 37,714-ით მეტია 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე.
2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 817 მილიონ დოლარს (ზრდა +10.1), რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1,684,914,617) დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.7%-ია.
2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.
2016 წლის დეკემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 145,175 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +26%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2016 წლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.