logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: მოდი, ჯერ ამერიკას გააუქმებინოს ევროპამ სიკვდილით დასჯა და მერე გველაპარაკოს ჩვენ
- +

4 თებერვალი. 2017. 02:17



ევროპის პრეტენზიას სიკვდილით დასჯაზე, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს ბელარუსში, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ორმაგი სტანდარტი უწოდა. ის მოუწოდებს ევროპას სიკვდილით დასჯის გაუქმება ჯერ ამერიკიდან დაიწყონ, სადაც რამდენიმე შტატში დღემდე მოქმედებს სასჯელის უმაღლესი ზომა.


ამავდროულად, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, სიკვდილით დასჯის გაუქმების წინააღმდეგი არ იქნება, თუ ამას ხალხი რეფერენდუმით მოითხოვს.


დეპუტატმა ელენა ანისიმმა პრეზიდენტს „დიდი დიალოგის" დროს, რომელიც 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ კითხვა დაუსვა.


მე სისხლისმსმელი არ ვარ. როდესაც თქვენ იმ მუხლებს მიდებთ მაგიდაზე ხელმოსაწერად, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, წარმოდგენაც არ გაქვთ, რა მემართება. ბოლო ვაწერ ხოლმე ხელს, რადგან ვიცი, რომ ამის შემდეგ ეს ადამიანი აღარ იქნება და შს მინისტრი ამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანს.

 

გულისგამგმირავი წერილები მოაქვთ ჩემთან შეწყალებაზე, რის შემდეგაც ვითხოვ საქმის მასალებს და ვსვამ კითხვას: რისთვის ისჯება ეს ადამიანი სიკვდილით? და მოაქვთ მასალები, სადაც ვკითხულობ, რომ ვიღაც ნაძირალამ ქალი ჯერ აბაზანაში დაახრჩო, შემდეგ კი ნაწილებად აკუწა და სადღაც ჩამარხა. კი მაგრამ, რატომ? სიცოცხლეს ღმერთი აძლევს ადამიანს და ღმერთის ნებაა მისი წართმევაო, ამბობენ, მაგრამ ამ ნაძირლებს ვინ მისცა უფლება არაერთი ადამიანისთვის მოესწრაფა სიცოცხლე?", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.


მან ასევე პოლიტიკურ მოტივებზეც ისაუბრა: ნუ ღელავთ, ევროპაც მივა მალე ამ აზრამდე, მე ევროპელებს ხშირად ვეუბნები, როდესაც სიკვდილით დასჯის გაუქმებისკენ მომიწოდებენ, მოდით, ჯერ ამერიკიდან დაიწყეთ! მაგრამ, არა, ამას არ აკეთებენ. აი. ეს არის ორმაგი სტანდარტები", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner