იაშვილის კლინიკაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმი კომენტარს დილით გააკეთებს, - ამის შესახებ "ინტერპრსნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მედიისთვის კომენტარი 10:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
რაც შეეხება თავად არასრულწლოვანი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უშუალოდ კლინიკის პრესსამსახურში ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას, როგორც საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, არასრულწლოვან გოგონას ამ წუთებში დიაგნოსტიკური გამოკვლევები უატრდება.
"ოპერაცია არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პაციენტს უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები დიაგნოზის დადგენის მიზნით. მას მრავლობითი სახისდაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნება, მათ შორის დაზიანებული აქვს ხერხემალი", - აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში, სადაც არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
მათი ინფორმაციით, პაციენტი გონზეა.
აღსანიშნავია, რომ იაშვილის კლინიკაში ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. საავადმყოფოში ასევე იმყოფებიან შორენა ბეგაშვილის შვილის კლასელები.
შორენა ბეგაშვილის შვილი, რომელიც 10-12 წლამდე ასაკისაა, ცოტა ხნის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.