logo_geo
eng_logo
დეკანოზი გრიგოლი: მეუფე სერაფიმეს ხმა რომ არ ამოეღო, დღეს პრეზიდენტად ისევ სააკაშვილი გვეყოლებოდა!
- +

4 თებერვალი. 2017. 10:30




სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის სულიერი მოძღვარი და წმინდა იოანე მხედრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გრიგოლი (გოგიჩაძე) ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელის მიტროპოლიტ სერაფიმეს (თამაზ ჯოჯუა) გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს, თუმცა ეს მისი გასარჩევი საქმე არაა და ბოლომდე არც დეტალები იცის, მიუხედავად ამისა, დეკანოზი გრიგოლი იმ პროვოკაციას იხსენებს, რომელსაც თავად მას უწყობდნენ.


„ეს არ არის ჩემი გასარჩევი და დეტალები არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ იყო პროვოკაცია! შემიძლია გითხრათ, მე რა პროვოკაციასაც მიწყობდნენ! ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც სპეცსამსახურების აგენტი აღმოჩნდა, სახლის კურთხევა მთხოვა... ჩვენ პატრიარქმა გაგვაფრთხილა, რომ სახლის კურთხევისას მარტო არავის წავყვეთ და აუცილებლად ვიახლოთ ერთი ან ორი სტიქაროსანი... აი, ასეთ სიბინძურეებს სჩადიან, რათა კომპრომატი მოიპოვონ და მერე გადაგიბირონ. ნაციონალები ცოდვაში ჩავარდნილ თავიანთ მოძღვრებს დღესაც იცავენ და ვთხოვთ ხელისუფლებას, ამ პროვოკატორებისა და აგენტებისგან დაგვიცვას! მოვუწოდებ პატიოსან მრევლს აქტიურობისკენ და საქვეყნოდ ვაცხადებ: რომ მეუფე სერაფიმეს ხმა რომ არ ამოეღო, დღეს პრეზიდენტად ისევ სააკაშვილი გვეყოლებოდა!" - აცხადებს დეკანოზი გრიგოლი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner