ბათუმის ბულვარში გვიან ღამით 7 ახალგაზრდა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და პოლიციასაც გაუწიეს წინააღმდეგობა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.