logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაძე: არც კი განვიხილავ „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას
- +

4 თებერვალი. 2017. 13:01


 

 

„არც კი განვიხილავ „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას და საერთო სტრატეგიის შემუშავებას", - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ამჯამად კი „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე „პრაიმ-ტაიმს" ესაუბრა.


როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „ნაცმოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება არა ნაადრევად, არამედ დაგვიანებითაც კი მიიღო. მისი თქმით, პარტია „ახალმა საქართველომ" მასაც და მის თანაგუნდელებსაც სრულიად ახალი შესაძლებლობები შესთავაზა.


„ვფიქრობ, ცოტა დავიგვიანე კიდეც ნაბიჯის გადადგმა და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება ძალიან დადებითად აისახა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობები გაიხსნა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, დგება დრო, როდესაც წარსულთან კვანძები უნდა გაწყვიტო იმისთვის, რომ სწრაფად განვითარდე", - აცხადებს ვაშაძე.


ვაშაძის თქმით, ამჟამად „ახალი საქართველო" საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში პარტიამ ბარიერიც კი ვერ გადალახა, ეს ყველაფერი წარსულია და აქტიური მუშაობა გრძელდება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner