აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში ავტომობილის აფეთქებას მილიციის უფროსის, ოლეგ ანაშენკოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა.
მილიციის ხელმძღვანელის აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცეს.
ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკაში მიიჩნევენ, რომ ტერაქტი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს, რათა სიტუაციის დესტაბილიზირება მოხდეს.