ოთხდღიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები შალვა გაბრიაძე და გიორგი ლომთაძე იმყოფებოდნენ.
ტყიბულის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი.
„მოხერხდა ნამქერში ჩარჩენილი ტარქტორის ირგვლივ არსებული ტერიტორიის გაწმენდაც. ტექნიკა მწყობრშია და სამუშაოებს განაგრძობს. დაიწყო სოფლის შიდა გზების გაწმენდაც", - ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.