logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის და ნიკა გვარამიას კამპანია მიმართულია საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ“
- +

4 თებერვალი. 2017. 20:45



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის ქმედებას აქვს კამპანიური ხასიათი და ეს არის მიმართული არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის, საქართველოს იმიჯის და რეპუტაციის წინააღმდეგ".

 

„ჩვენი ხელისუფლების სტანდარტი და მუშაობის მთავარი პრინციპი არის ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება. სწორედ ამიტომ და იმ რეფორმების განხორცილებეის საფუძველზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა საქართველომ მიიღო ევროპარლამენტში უპრეცედენტო მხარდაჭერა და ვიზა-ლიბერალიზაცია მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეებს. ეს მოკლე ექსკურსი, რომ შევადაროთ ხელწერა ჩვენს და წინა ხელისუფლებას შორის.

 

უკვე მეხუთე წელია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ასევე ბატონი ნიკა გვარამია რეგულარულ ბრიფინგებს აწყობს, სრულ განგაშს ავრცელებს, რომ აი ორშაბათიდან ხელისუფლება აპირებს ტელევიზიის მისაკუთრებას. აი, არჩევნების წინ აპირებს „რუსთავი 2"-ის მითვისებას. ამას აქვს კამპანიური ხასიათი და ეს არის მიმართული არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის, საქართველოს იმიჯის და რეპუტაციის წინააღმდეგ. აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ მისი კერძო და პარტიული ინტერესებისთვის ეს ადამიანები აზიანებენ საკუთარ ქვეყანას", - აღნიშნა თალაკვაძემ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner