logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ე.წ. მოსამართლეების საქმეზე: სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს
- +

4 თებერვალი. 2017. 21:20


 


„დაუკვირდით, ვინ სვრის სასამართლოს ლაფში და საერთოდ ვინ გვესაუბრება მის დამოუკიდებლობაზე?! გვესაუბრებიან ადამიანები, რომელთაც სასამართლო ჰყავდათ გადაქცეული ნოტარიუსად. გვესაუბრებიან ადამიანები, რომლის სასამართლო პირობებში ერთი სამართლიანი გადაწყვეტილება ძნელად თუ გაახსენდება ვინმეს. სასამართლოზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ყოველგვარი გასამართლების გარეშე უსჯიდნენ სასჯელს. საზოგადოებას არ ვთხოვთ რომ ბრმად ირწმუნონ ხელისუფლების, მაგრამ შეგვამოწმონ შედეგებით",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. როგორც თალაკვაძემ ე.წ. მოსამართლეების საქმესთან დაკავშირებით კომენტარებისას აღნიშნა, არსებობს ბევრი კითხვები, რომელზეც პასუხებია გასაცემი. 



„მსამართლეები, როგორც თვითონ განაცხადეს, ორი კვირის წინ ანუ იანვრის შუა რიცხვებში ფლობდნენ ინფორმაციას სავარაუდო ზეწოლის და მუქარის ფაქტზე. ვინ შეუთანხმდა ამ ადამიანებს და ვის გეგმებში შედის, რომ ეს განცხადება მხოლოდ 2 კვირის შემდეგ, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების მეორე დღეს ვრცელდება ბრიფინგით, რომელსაც ატარებს ოპოზიცია და ვის აწყობდა?! ჩვენ ვისმენდით უსაფუძვლო პრეტენზიებს ეს წლები, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ გვაქვს შეკითხვები. გამოძიება დაწყებულია და ძალიან მალე გაეცემა პასუხები. ოპოზიციის ბრიფინგზე ასევე რატომ არ გაჟღერდა ის ინფორმაცია, რომ მოსამართლეებს წერილები მიუვიდათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან. ან რატომ არ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მისდიოდათ საზღვარგარეთიდან.

 

მეორე საკითხი მაინტერესებს კიდევ, რომელზეც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. ჩვენ ცოტახნის წინ ვიცოდით, რომ ბატონი გვარამია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სასამართლოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ბატონ ახვლედიანთან. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ბატონი ახვლედიანის ხელში, როდესაც ის იყო მოსამართლე თავს იყრის კოლოსალური ფინანსური რესურსები. ეს არის 800 ათასი და 1 600 000  დოლარი. ეს არის მის თანამდებობაზე მომუშავე ადამიანის 120 წლის ხელფასი. საიდან ჰქონდა ამ ადამიანს ამხელა ფინანსური რესურსი?

სისტემაში რომ პრობლემებია ეს ჩვენზე უკეთ არავინ იცის, ამიტომ მოვახდინეთ სასამართლო რეფორმის მეორე ტალღის განხორციელება და მესამე ტალღაც ამიტომ დავამტკიცეთ. ჩვენ სასამაღტლო გავხადეთ ბევრად უფრო დამოუკიდებელი და დღეს დგას ის დამოუკიდებლობის რელზებზე, ვითარდება სწორი მიმართულებით. როდის ექნება საქართველოს ვთქვათ შვეიცარიული სასამართლო, ან ფრანგული, ან გერმანული ამაზე მე დღეს არ მაქვს პასუხი", - განაცხადა თალაკვაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner