აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე წერს, რომ ე.წ. ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპის ბრძანებას მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით აჩერებს, აუცილებლად გაუქმდება.
„ამ ე.წ. მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აფერხებს, იმოქმედოს სწორად, სულელურია და აუცილებლად გაუქმდება!", - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვაშინგტონის შტატ სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებულება, რომელიც დევნილების ქვეყანაში მიღებისა და შვიდი მაჰმადიანური ქვეყნის მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის შეწყვეტას გულისხმობს, შეაჩერა. ბრძანება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მანამ იქნება შეჩერებული, სანამ არ მოხდება სარჩელის განხილვა, რომელიც აღნიშნულ სასამართლოში ადგილობრივმა პროკურატურამ შეიტანა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო, უახლოეს მომავალში სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.