logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს: საიდან ამდენი უკონტროლო გესლი?
- +

4 თებერვალი. 2017. 21:56




„ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ექს-პრეზიდნეტს მიხეილ სააკაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:


„ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და მავნებელი მთავრობის პირობებში, ძლივს რაღაც სასიხარულო რომ მოხდება - ვიზა-ლიბერალიზაციას ვგულისხმობ - რატომ უნდა მოგინდეს party pooper-ობა, გაუგებარია.

 

გაუგებარია როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად. გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე. გაუგებარია, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას თანამოქალაქეებს, რატომ წარმოაჩენთ მათ ქურდ-ბაცაცებად.

 

გაუგებარია, რატომ ამტკიცებთ, რომ ევროპელების ამ ნაბიჯით ქართველები ბოროტად ისარგებლებენ. გაუგებარია, რატომ აზოგადებთ მთელ ერზე იმ დანაშაულს, რასაც კონკრეტული ადამიანები სჩადიოდნენ, სჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ.

 

ასევე გაუგებარია, რატომ საუბრობ სხვის ქედმაღლობაზე მაშინ, როდესაც თავად, მთელ ერს კარიკატურას უწოდებ, ერს რომლის 95%-მაც ერთ დროს შენ აგირჩია.

 

ასევე გაუგებარია, რატომ უნდა ანთხიო შხამი, იმის ნაცვლად, რომ გადაწვე და დატკბე იმით, რომ შენმა შრომამ შედეგი მოიტანა - მერე რა, რომ ოპონენტი გიხტება წილში, რა გამოდის? ასე ხომ იწვები, რომ ყველაფერს არა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი თავისთვის პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებდი?

 

ზნეობას რომ თავი დავანებოთ და თუნდაც ცინიკურად მივუდგეთ, თვითკონტროლი როგორ უნდა მოგეშალოს ისე, რომ იმასაც ვერ მიხვდე - მთლიანად აცდენილი რომ ხარ ხალხის განწყობას? საიდან ამდენი უკონტროლო გესლი?", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner