logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: პუტინი ჩემი მეგობარია, თუმცა ხშირად ვკამათობთ
- +

4 თებერვალი. 2017. 22:23


 


სააგენტო BelTA-ს ცნობით, ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს თავის მეგობრად მიიჩნევს, მაგრამ აღიარებს, რომ ისინი ხშირად კამათობენ.


„ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, მიუხედავად ამისა, უფრო მეტს ვკამათობთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა პრეზიდენტთან", - განაცხადა ლუკაშენკომ. თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი სასაზღვრო ზონის შექმნით საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევს.


მან ასევე აღნიშნა, რომ არანაკლებ ახლო ურთიერთობა აქვს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან. ლუკაშენკოს თქმით, მას ნაზარბაევთან იმდენად ახლო ურთიერთობა აქვს, რომ მათ ერთმანეთის დაფიცებაც შეუძლიათ.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner