logo_geo
eng_logo
საქართველო ევროპის ლიგის მასპინძლობის ერთ-ერთი პრეტენდენტია
- +

4 თებერვალი. 2017. 22:41


 


საქართველოს დედაქალაქში მდებარე დინამო არენა", 2019 წლის ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობის ერთ-ერთი პრეტენდენტია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია UEFA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. UEFA-მ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი რომლებიც 2019 წელს, UEFA-ს მიერ დაგეგმილი ასეთი მასშტაბური ფინალების მასპინძლობისთვის იბრძოლებენ. ევროპის ლიგის 2019 წლის ფინალისთვის, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანი, თურქეთი, შოტლანტია, გერმანია და ესპანეთი იბრძვიან.


UEFA-ს  აღმასრულებელი კომიტეტი, გამარჯვებულ ქვეყანას, სექტემბერში დაასახელებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner