logo_geo
eng_logo
ანგოლის პრეზიდენტი 38 წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობას დატოვებს
- +

4 თებერვალი. 2017. 22:47


 


სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ანგოლის პრეზიდენტი ჟოზე ედუარდო დოს სანტოსი, რომელიც თანამდებობას 1979 წლიდან იკავებს, ადასტურებს, რომ ის 2017 წლის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი აღარ იქნება, მიუხედავად ამისა, იგი პარტიის ხელმძღვანელად რჩება. მისი თქმით, მმართველი პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი, თავდაცვის მინისტრი ჟოაო ლაურენცო იქნება.


Bloomberg-ის ინფორმაციიტ, პარტია „ანგოლის განმანთავისუფლებელი სახალხო მოძრაობა" 220 ადგილიან პარლამენტში 175 ადგილს იკავებს. ანგოლის კანონმდებლობით, პარტიის ლიდერი, რომელმაც არჩევნები მოიგო, ქვეყნის პრეზიდენტი ხდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner