logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დანაშაულზე წასწრებულებმა ატეხეს ახალი პიარ კამპანია!
- +

4 თებერვალი. 2017. 23:11


 


„გუშინ გახდა ცნობილი, რომ მოსამართლეს, რომელსაც ნიკა გვარამია ესაუბრებოდა მილიონებზე, მართლაც დაუდასტურა მილიონიანი ქონება", -ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მამუკა ახვლედიანის ქონებაზე არავინ საუბრობს და „რუსთავი 2"-ის საქმეზე განხილვით ცდილობენ ამის გადაფარვას. 

 

„დანაშაულზე წასწრებულებმა ატეხეს ახალი პიარ კამპანია იმისათვის რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ ეს ამბავი. ყველაფერი ილაპარაკეს ბატონმა ნიკამ, გიგიმ, ქალბატონმა ნინომ იმის გარდა რაც არის მთავარი მტკიცებულებით გაჯერებული „ნიუსი". ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, გადაფარვის მცდელობას ერთის მხრივ ვიზა-ლიბერალიზაციის და გარდა ამისა ყველა „ნიუსი" გაიარეს, მოგიყვნენ, როგორ იდგმევა სპექტაკლები, ესეც გასაგებია, რომ ამის გამოცდილებაც არსებობს. თუმცა ის ამბავი, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, რომ მოსამართლეს, რომელსაც ნიკა გვარამია ესაუბრებოდა მილიონებზე, მართლაც დაუდასტურა მილიონიანი ქონება.

 

ორი წლის წინ გადავწყვით პატარა უძრავი ქონება შემეძინა და 35 ათასი დოლარისთვის 2 კვირა ვირბინე ბანკებში, მიუხედავად იმის რომ ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი ადვოკატი ვიყავი. შესაბამისად აქ არ არის ესე მარტივად საქმე. 800 ათასებზე და მილიონებზე ესე მარტივად კრედიტს არავინ იძლევა. ეს ყველაფერი კი ბმაშია ნიკა გვარამიასთან საუბრებში. მერე მამუკა ახვლედიანი გმირად გამოიყვანეს, როგორ დატოვა სასამართლო და ა.შ.", - განაცხადა მდინარაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner