logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ქართველ მაყურებელს დიდიხანი დარჩება მეხსიერებაში გვარამიას გამოხტომა!
- +

5 თებერვალი. 2017. 00:10




„ქართველ მაყურებელს დიდიხანი დარჩება მეხსიერებაში გვარამიას გამოხტომა. ეს ყველაფერი იყო იმის დასტური, რომ სიმართლე იყო ძალიან მწარე", - ამ სიტყვებით საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემა „კურიერში" „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ჩართვა შეაფასა.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანს გვარიც არ ვახსენე შეგნებულად აღმოაჩნდა დიდი ქონება, შესყიდვები სწორედ ეს არის ჩემთვის მტკიცებულება. ახვლედიანის და გვარამიას კონტაქტი რომ დადასტურებულია მემგონი ამ ქვეყანაში ამაზე აღარავინ დაობს. ჩვენ ვიცით წარსული გამოცდილება ბატონი გვარამიასი, მისი პოლიტიკური გუნდის და დღეს შევხედეთ პირდაპირ ეთერში, როგორ აკეთებდა „სქრინშოტებს" და აჩვენებდა მაყურებელს, როგორ უნდა გაყალბდეს ეს ყველაფერი.

 

ყველა გამოსვლაში ვთქვი, რომ ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. ამ ქვეყანაში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, გამჭირვალე, მიუხედავად ასეთი შეტევებისა. რაც არ უნდა მძიმე იყოს ახალგაზრდა კაცისთვის  ასეთი შეურაცყოფების ატანა, მაინც შევეცდები ასეთმა ადამიანებმა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას ჩრდილი ვერ მიაყენონ. არავის მივცემთ იმ დროის დაბრუნების უფლებას, როგორიც ამ ადამიანებს სურთ", - გაღნიშნა მდინარაძემ.  

 

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვლის საღამოს „კურიერში" მამუკა მდინარაძეს პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამია ჩაერთო, რომელიც მდინარაძის არგუმენტებმა გააღიზიანა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner