საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი აუცილებლად მიიჩნევს ქვეყნის გასვლას NATO-ს შემადგენლობიდან და საკუთარი შეიარაღებული ძალების განვითარებას.
ამის შესახებ ლე პენის წინასაარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი, რომელიც 144 პუნქტისგან შედგება.
„აუცილებლად მიმაჩნია საფრანგეთის მიერ ნატოს სამხედრო სარდლობიდან გამოსვლა, რათა თავიდან ავიცილოთ იმ ომებში ჩართვა, რომლებიც საფრანგეთის ინტერესებს არ შეესაბამება", - აღნიშნავს მარინ ლე პენი წინასაარჩევნო პროგრამის პუნქტში „ვაიძულოთ, პატივი სცენ საფრანგეთს".
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 23 აპრილსა და 7 მაისს ორ ტურად ჩაივლის.