„რუსთავი 2"-ის ეთერში „ევროპის სახალხო პარტიის" თავჯდოამრემ თქვა, რომ მისი პარტია ოქტომბრის არჩევნებამდე მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას და მხარდაჭერა იქნება დამოკიდებული არჩევენბის დემოკრატიულად ჩაატრებაზე. ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი facebook გვერდზე მიმართავს „ნაციონალურ მოძრაობას" და წერს; „ასე როგორ უნდა გეზიზიღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხსს პარტიული ინტერესბისთვის იყენებდე და მის დაბლოკვას ცდილობდე!".
„ნაციონალური მოძრაობის" მავნებლობა ქვეყნის საწინააღმდეგოდ უკვე ყოველგვარ საზღვარს გასცდა! „რუსთავი 2"-ის ეთერში გამოვიდა (უფრო სწორად გამოიყვანეს) „ევროპის სახალხო პარტიის" თავჯდოამრე, რომელმაც თქვა, რომ მისი პარტია ოქტომბრის არჩევნებამდე მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას და მხარდაჭერა იქნება დამოკიდებული არჩევენბის დემოკრატიულად ჩაატრებაზე. ეს მაშინ როდესაც ევროპის ყველა სტრუქტურა ამბობს, რომ ყველანარი პირობა უკვე დაკმაყოფილებულია და ჩვენ ზაფხულისთვის უნდა ველდოდოთ ვიზალიბერალიზაციას. ყველამ იცის, ვინ არის ამ პარტიის პარტნიორი საქართველოში და ეს განცხადება საიდან მოდის. ალბათ არც ის იყო შემთხვევითი რომ ეს დროული კაცი და ყველაზე დიდი ევროპული პარტიის თავჯდოამრე ამ კომენტარს დაწერილს კიტხულობდა.
მინდა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმვმართო, ასე როგორ უნდა გეზიზიღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხსს პარტიული ინტერესბისთვის იყენებდე და მის დაბლოკვას ცდილობდე! ზუსტად თქვა ვიქტორ დოლიძემ ამავე ეთერში, რომ თუ ეს გამარლდება, ეს იქნება სწორედ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა და ვინ იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი უკვე ცხადია! მე ძალიან დიდი იმედი ამქვს, რომ „ევროპის სახალხო პარტიაში" ბევრი აღმოჩნდება ისეთი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ამ მავნებლობას არ აყვება", - წერს მერაბ მეტრეველი.