logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ნაპროკურორალ-მოჟურნალისტო მელომანმა - 10 წელია, რაღაცას წარმოვადგენო...
- +

5 თებერვალი. 2017. 01:19


 

 

სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშ წერს:

 

„ნაპროკურორალ-მოჟურნალისტო მელომანმა: 10 წელია, რაღაცას წარმოვადგენო...

 

არ მოგერიდოთ მეგობრებო, აქ დაწერეთ რას წარმოადგენს. ეგებ თქვენი აზრი, მისას ემთხვევა. ან გაიგებს მაინც, რას წარმოადგენს-საზოგადოების თვალში...",- წერს  ჩრდილელი.

 

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.


მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner