logo_geo
eng_logo
„თუ ვინმე უშლის ხელს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს საქმიანობაში, ეს სწორედ „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ნიკა გვარამიაა”
- +

5 თებერვალი. 2017. 02:32



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე უშლის ხელს „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობაში, ეს „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა.


„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ნიკა გვარამია უკვე მეხუთე წელია, წელიწადში რამდენჯერმე ცრუ განგაშს აწყობენ, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის მისაკუთრებას აპირებს. კერძო და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ეს ადამიანები რეალურად საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას აზიანებენ. ღრმად მჯერა, როგორც პოლიტიკოსს, თუ ვინმე უშლის ხელს „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობაში, ეს სწორედ „ნაცმოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი და ბატონი ნიკა გვარამიაა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner