logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რითი შეიძინა მამუკა ახვლედიანმა ქონება, თან იმ ფონზე, როდესაც ის „რუსთავი 2“-ს იცავდა
- +

5 თებერვალი. 2017. 02:38


 

 

„დანაშაულზე წასწრებულებმა ატეხეს ახალი პიარკამპანია იმისთვის, რომ როგორც ყოველთვის ხდება, ჩვენ გადმოგვაბრალონ ეს ამბავი", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ „რუსთავი 2"-ის  პირდაპირ ეთერში განაცხადა.


მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის მხარე, თუ ოპოზიცია, მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენაზე არ საუბრობენ.


„გუშინ გახდა ცნობილი ამბავი, რომ მოსამართლეს, რომელსაც ნიკა გვარამია ესაუბრებოდა და იქ მილიონებზე იყო საუბარი, მართლაც დაუდასტურდა მილიონიანი ქონების თუ აქტივების შეძენის ფაქტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მამუკა მდინარაძეს კითხვები აქვს, თუ რითი შეიძინა მამუკა ახვლედიანმა ქონება, თან იმ ფონზე, როდესაც ის „რუსთავი 2"-ს იცავდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner