„არ მესმის გქონდეს მიწა და არ მიდიოდე მასთან, სოფლისგან თავს შორს იჭერდე, არ თვლიდე შენს სოფელს რჩეულად", სტატუსს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ვერ წარმომომიდგენია, ადამიანებს სოფელი ჰქონდეთ და არ გიჟდებოდნენ მასზე, არ ითვლიდნენ წამებს, სანამ იქ ჩავლენ, სანამ თავის მიწას მოეფერებიან, ხეებს, სახლს... არ მესმის გქონდეს მიწა და არ მიდიოდე მასთან, სოფლისგან თავს შორს იჭერდე, არ თვლიდე შენს სოფელს რჩეულად. 7 წელია პატარა სახლი და ეზო-კარი მაქვს დედულეთის მხარეს და იქაურობას ჩემს მესამე შვილად ვთვლი, ვეფერები მიწას, ჩემს პატარა სახლს. რომ ჩავდივარ ხოლმე, სანამ ეზოს კარს გავაღებ, მგონია, ფეხს აიდგამს სახლი , გამოიქცევა და გულში ჩამეხუტება, როგორც შვილებმა იციან მშობლის დანახვისას. როგორი მადლია მიწაზე, როგორი მადლია, გქონდეს თუნდაც პატარა ეზო-კარი, როგორი საკუთარ თავთან დაბრუნებაა იქ ჩასვლა. დავიფიცებდი, რომ როგორც ჩემს შვილებზე უკეთესი და ძვირფასი არავისი შვილი არაა ჩემთვის, ისე ჩემს პატარა სახლზე ძვირფასი არავის სახლი არ მგონია. მომენატრე, ჩემო სახლო - ერთდროულად მშობელო და შვილო ჩემო, ჩემი მიწავ, ჩემო სოფელო, ჩემო ლამაზო აგარაკო", - წერს გამზარდია.