logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: რაც შეეხება იმას – ვისაც არა ჰყავს „პატრონი“, დაიჩაგრება და ვისაც ჰყავს, დარჩება სამსახურში…
- +

5 თებერვალი. 2017. 03:03


 

 

„4 წლის განმავლობაში 5 მილიარდი ლარი არ დაიხარჯება მთავრობის მიმდინარე ხარჯებზე და შესაბამისად, კაპიტალურ ხარჯებს მოხმარდება. ეს ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო გაზრდის და შესაბამისად, უფრო მეტ სტიმულს მისცემს კერძო სექტორს განვითარებისთვის" ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე- პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.


„მეორე - ჩვენ საკანონმდებლო დონეზე განვსაზღვრეთ, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა ფაქტობრივი დანახარჯები 10%-ით უნდა შეამცირონ. ეს ეხება როგორც მიმდინარე ხარჯებს, ასევე ხელფასს, დანამატსა და პრემიას. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაზე ამას ვერ განვავრცობდით, მაგალითად, ძალოვან უწყებებზე - პოლიციელს, რომელიც ემსახურება ქვეყანას და მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ხელფასის შემცირება, ალბათ, არ უნდა შეეხოს. ხარჯები რომ შემცირდება, ეს ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და საკანონმდებლო დონეზეა განსაზღვრული. ეს ყველაფერი არის იმის გარანტია, რომ თანხები ნამდვილად დაიზოგება. რაც შეეხება იმას, რომ ვისაც არა ჰყავს "პატრონი", დაიჩაგრება და ვისაც ჰყავს, დარჩება სამსახურში, ამაზე პრემიერმაც განაცხადა და მეც ვთქვი, რომ ამ საკითხისადმი ძალიან მკაცრი დამოკიდებულება იქნება მთავრობაში. პროფესიონალები სამსახურში უნდა დარჩნენ და ამას მკაცრად გავაკონტროლებთ. ყველა მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყოს და ძალიან გეგმაზომიერად, გააზრებულად მიიღოს ოპტიმიზაციის გადაწყვეტილებები", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner