logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაძე „ნაციონალებზე“: პარტიის წევრებს აშანტაჟებდნენ და მიანიშნებდნენ ნამუსზე...
- +

5 თებერვალი. 2017. 03:07

 


„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში შიდაპარტიულ კულუარებზე ისაუბრა:


„მახსოვს, რა მოქმედებები ჰქონდათ იმისთვის, რომ პოლიტსაბჭოზე ესა თუ ის გადაწყვეტილება გაეტანათ. ყველა მეთოდს იყენებდნენ - შანტაჟით დაწყებული, ციხიდან ზარებით დამთავრებული. დიახ, პარტიის წევრებს აშანტაჟებდნენ და მიანიშნებდნენ ნამუსზე, სინდისზე და ა.შ. ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ პარტიის წევრებს ეუბნებოდნენ - ხომ გინდა ხელფასი გქონდეს და რაღაც მსგავსი შეტევები. ამას აკეთებდა ზუსტად ის გუნდი, რომლის ძირითადი ნაწილი დღეს არის „ევროპულ საქართველოში". რა ლიბერალიზმსა და დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როდესაც ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ თვითონ იციან სიმართლე, ჭეშმარიტების ამოხსნა მხოლოდ მათ შეუძლიათ და სხვა დანარჩენი, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, არის ჩერჩეტი, ბნელი.

 

ქილიკი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით - ეს არის მათი სტილი. თუ ვინმე მათი აზრის საწინააღმდეგოს იტყოდა, ის იყო გოიმი, ბანძი და ა.შ. კასტური მენტალობა, რომელიც ამ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ, სინამდვილეში უკიდურესად პროვინციულია და არაფერი კავშირი მას არ აქვს არც თანამედროვეობასთან, არც ლიბერალიზმთან, არც დემოკრატიულ პრინციპებთან", - აცხდებს გიორგი ვაშაძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner