logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: თქვენ შეგეძლებათ სათამაშო ბიზნესისგან თქვენი ოჯახის წევრი დაიცვათ
- +

5 თებერვალი. 2017. 03:16


 


ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მთავრობა საერთაშორისო გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს ისეთი რეგულაციების დანერგვაში ეხმარებიან, სადაც, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელთა უფლებებია დაცული.


მთავრობის გადაწყვეტილებით, დავიქირავებთ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო სახელის მქონე საკონსულტაციო კომპანიას. ასეთი კომპანიები სხვადასხვა ქვეყანას ეხმარებიან ონლაინკაზინოებისთვის ისეთი რეგულაციების დანერგვაში, როდესაც, ერთი მხრივ, დაცულია მომხმარებელთა უფლებები, ახალგაზრდა თაობა და ყველა ის ფენა, ვინც რისკის ჯგუფში შედის, და მეორე მხრივ, ბიუჯეტში შემოდის გადასახადები და ასეთი ტიპის ბიზნესსაც ეძლევა არსებობის საშუალება. ძალიან მარტივად რომ ავხსნა - წარმოიდგინეთ, რომ ყველა ონლაინკაზინოს სერვერი პირდაპირ არის მიერთებული შემოსავლების სამსახურის სერვერზე, სადაც ხდება ყველა ტრანზაქციის იდენტიფიცირება. ასევე, შექმნილია შესაბამისი ფილტრები და რეგულაციები მოთამაშის სწორი იდენტიფიკაციისთვის. ეს მოგვცემს საშუალებას, დავიცვათ ახალგაზრდა თაობა და ყველა ის მოქალაქე, ვინც არ უნდა ითამაშოს. თქვენ შეგიძლიათ თამაშისგან დაიცვათ თქვენი ოჯახის წევრი. იმავდროულად, გამჭვირვალე სისტემიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი მარტივად იღებს შემოსავლებს", - აცხადებს ქუმსიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner