პირადი ცხოვრების ამსახველი კადრეის გავრცელებას ბევრი პოლიტიკოსი, ჟირნალისტი და ცნობადი პირი გამოეხმაურა. ბევრმა მათგანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ აქვთ სექსუალური ცხოვრება და ეს მათი პირადი ცხოვრებაა. ასეთ განცხადებებს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში წერს, რომ, „როცა გადაწყვეტთ, თქვენს სექსუალურ "წარმატებებზე" საქვეყნოდ ისაუბროთ, ენის სიწმინდე მაინც დაიცავით"!
"შეიძლება თუ არა, "მდიდარი" იყოს სექსი??? "მდიდარი" დიდი ფულისა თუ ქონების აპტრონი; შეძლებული (საპირ. "ღარიბი"); ასე განიმერტება ეს სიტყვა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (ტ.5;გვ.135). ამდენად, "მდიდარი" ან "ღარიბი" შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ არამც და არამც სექსი. ამიტომ, ბატონებო, როცა გადაწყვეტთ, თქვენს სექსუალურ "წარმატებებზე" საქვეყნოდ ისაუბროთ, ენის სიწმინდე მაინც დაიცავით, ეთიკურ ნორმებს თუ არ დაეძებთ; სხვათა შორის, "ენის სიწმინდის" (პირდაპირი მნიშვნელობით) დაცვა, თქვენ წარმოიდგინეთ, სექსის დროსაც ისევე აუცილებელია, როგორც საზოგადოდ!!! ეს უწყინარი შენიშვნა განსაკუთრებით ეხება მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთაც, სამწუხაროდ, ამ მხრივ არცთუ სატრაბახოდ აქვთ საქმე (ცხადია, არა ყველას!!!)", - წერს ღვინჯილია.