ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად დაასახელა.
„რაც შეეხება ირანის პრობლემას, ეს სახელმწიფო მსოფლიო ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ჩვენ უნდა გავაგებინოთ ეს ირანს", - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.
ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ ირანის პრობლემასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, ირანის სასანქციო სია გაზარდა, რომელიც 13 ფიზიკურ პირს და 12 კომპანიას ეხება.
აღნიშნულ 13 პირს შორის არიან ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, ქუვეითისა და ლიბანის მოქალაქეები.