logo_geo
eng_logo
რუსეთი არქტიკაში სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას გამოსცდის
- +

5 თებერვალი. 2017. 11:39



რუსეთი ახალ, პერსპექტიულ შეიარაღებასა და სპეცტექნიკას არქტიკაში თებერვლის შუა რიცხვებში გამოსცდის.


რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ბულგაკოვის ინფორმაციით, სამხედრო სპეციალისტების ამოცანა მინიმალურ დროში ყინულის ურთულეს რელიეფზე გარკვეული მანძილის დაფარვა იქნება.


„უკიდურეს ჩრდილოეთში ეს არ იქნება პირველი ექსპედიცია, მაგრამ ამჯერად სამხედრო სპეციალისტების ამოცანა იქნება თანამედროვე ტექნიკით მინიმალურ დროში დაფარონ ყინულის ურთულეს რელიეფზე გარკვეული მანძილი", - განაცხადა დიმიტრი ბულგაკოვმა.


მისივე თქმით, 2 ათას კილომეტრიან მარშრუტზე სპეციალისტები დააკვირდებიან შალგებიანი სამხედრო ტექნიკის ახლად დანერგილი მახასიათებლების ქმედუნარიანობას     -60 გრადუსის პირობებში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner