logo_geo
eng_logo
ირანმა დონალდ ტრამპის გაფრთხილების საპასუხოდ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
- +

5 თებერვალი. 2017. 11:39



გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით ირანმა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გაფრთხილებისა და მისთვის დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ, მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.


წვრთნების ფარგლებში მოხდება სარაკეტო და რადარების სისტემების გამოცდა. მათი განცხადებით, სამხედრო წვრთნების მიზანია „ირანის რევოლუციის ძალის ჩვენება".


შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, ირანის სასანქციო სია გაზარდა, რომელიც 13 ფიზიკურ პირს და 12 კომპანიას ეხება.


აღნიშნულ 13 პირს შორის არიან ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, ქუვეითისა და ლიბანის მოქალაქეები.


აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 თებერვალს ირანი ოფიციალურად გააფრთხილა. ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ალი აქბარ ველაიათიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ თეირანს სხვა ქვეყნების თანხმობა არ სჭირდება საკუთარი თავის დაცვისთვის, ხოლო ირანისადმი მუქარა უსარგებლოა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner