logo_geo
eng_logo
სირიელმა ამბოხებულელებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დე-ფაქტო დედაქალაქ რაქაზე შეტევა განაახლეს
- +

5 თებერვალი. 2017. 12:14



„სირიის დემოკრატიული ძალების" ინფორმაციით, სირიელმა ამბოხებულელებმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" დე-ფაქტო დედაქალაქ რაქაზე შეტევა განაახლეს. ისინი ქალაქის აღმოსავლეთი რაიონებისა და საკვანძო გზების ექსტრემისტებისგან გათავისუფლებას გეგმავენ.


ამბოხებულებმა თავდასხმები ნოემბერში დაიწყეს და ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე რაიონების გათავისუფლება შეძლეს.


ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაქას წყალი აღარ მიეწოდება. თვითმხილველების ცნობით, კოალიციამ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც წყალგაყვანილობა დაზიანდა.


დაეშისგან რაქას გათავისუფლების ოპერაციას მხარს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია უჭერდა. თეთრი სახლის ახალი ლიდერი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ტაქტიკის გადასინჯვას გეგმავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner