გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, ლონდონის მერი სადიკ ხანი შეშფოთებას გამოთქვამს ლონდონსა და მთლიანად დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხის გაზრდის გამო.
სადიკ ხანის განცხადებით, გასულ წელს ტერორიზმის რისკები მნიშვნლოვნად გაიზარდა.
„შეხედეთ სხვა მსხვილ ქალაქებს - ბერლინს, სტამბოლს, პარიზს - რეალობა ასეთია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ჩვენი ქალაქები ტერორისტების სამიზნეებად გადაიქცა. თუ ხელისუფლება არ შეცვლის პოლიციის დაფინანსების ფორმულას, თუ საკადრისად არ დააფინანსებს ლონდონს, როგორც დედაქალაქს, ქალაქში უსაფრთხოების შენარჩუნება ძალიან გართულდება", - აღნიშნა ლონდონის მერმა.