logo_geo
eng_logo
ანკარაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 60 ადამიანი დააკავეს
- +

5 თებერვალი. 2017. 13:16



თურქული სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, ანკარის პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 60 პირი დააკავა.


სააგენტოს ცნობით, დაკავებულთა შორის უმრავლესობა უცხოელია. ამასთან, საპოლიციო რეიდები მოეწყო სტამბოლში, იზმირისა და კოჯაელის პროვინციებში.


იზმირში 8 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტების მოსაწყობად გადიოდნენ მზადებას, ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner