თურქული სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, ანკარის პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 60 პირი დააკავა.
სააგენტოს ცნობით, დაკავებულთა შორის უმრავლესობა უცხოელია. ამასთან, საპოლიციო რეიდები მოეწყო სტამბოლში, იზმირისა და კოჯაელის პროვინციებში.
იზმირში 8 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტების მოსაწყობად გადიოდნენ მზადებას, ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.