აშშ-ის უსაფრთხების მინისტრის ჯონ კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში გეგმავს.
ჯონ კელიმ განაცხადა, რომ კედლის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და პირველად საზღვრის რთულ მონაკვეთებში აღიმართება.
მინისტრმა არ გამორიცხა, რომ საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე ვირტუალური კედელი გაკეთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ადგილებზე მაღალტექნოლოგიური კამერები დამონტაჟდება.