logo_geo
eng_logo
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს გააკეთებს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად“
- +

5 თებერვალი. 2017. 14:16


 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გიუნაშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა, განცხადებას ავრცელებს:

 

„2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა.

 

 ე.წ. სასამართლოს „გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული „ბრალდებები", არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად.

 

 უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა  ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner