საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარი ლე პენმა წინასაარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა.
ლე პენი ქვეყნის არსებითი დამოუკიდებლობისა და საშინაო საქმეებში ევროკავშირის მინიმალური ჩარევის მომხრეა და გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ევროკავშირის სტრუქტურებთან ურთიერთქმედებას შეამცირებს, ევროზონიდან გამოსვლას შეეცდება და ქვეყანას ეროვნული ვალუტის სახით ფრანკს დაუბრუნებს.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს NATO-დან ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყვანა და მიგრაციის შემცირება სურს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილისთვისაა ჩანიშნული.