logo_geo
eng_logo
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით თურქეთში დაკავებულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა
- +

5 თებერვალი. 2017. 15:45


 


სააგენტო DHA-ს ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 400-მდე ადამიანი დააკავა, რომელთაც ბრალად „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი ედებათ.


მანამდე სააგენტო ანადოლუ იუწყებოდა, რომ ანკარის პოლიციამ იგივე ბრალდებით 60 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის უმრავლესობა უცხოელია. ამასთან, საპოლიციო რეიდები მოეწყო სტამბოლში, იზმირისა და კოჯაელის პროვინციებში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner